21 იან 2026
მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა და აღარ თოვს, თუმცა მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია.
თოვლის საფარისგან გზები დილიდან იწმინდება. პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური ტექნიკა.
იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი ასევე შიდა სასოფლო გზები.
გზებზე გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით.