30 დეკ 2025
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში აქტიურად გრძელდება თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა.
ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დღის ბოლომდე დასრულდება ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა.
მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.