19 იან 2026
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დანიის, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით, „ნატოს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოკავშირეებზე ტარიფების დაწესება არასწორია“.
ცნობისთვის პრეზიდენტმა ტრამპმა რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფები დაუწესა, სანამ ისინი აშშ-ს გრენლანდიის შეძენის უფლებას არ მისცემენ.ახლა ევროპული ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ რა საპასუხო ზომები მიიღონ ტრამპის გადაწყვეტილებაზე.
მათ აშშ-სთან სავაჭრო ომი არ სურთ თუმცა არც შანტაჟის უფლებას მისცემენ ვაშინგტონს.