19 იან 2026
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიწვიეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად და რომ მოსკოვი სწავლობს წინადადებას და იმედოვნებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონთან კონტაქტებს დაამყარებს. მშვიდობის საბჭოს წევრობის მიწვევა მიიღეს ბელარუსშიც.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც აშშ-ის პრეზიდენტისგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მიწვევა მიიღეს არიან ასევე გერმანია, უნგრეთი, ფინეთი და ისრაელი.
დონალდ ტრამპმა მის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ 60 ქვეყანა მიიწვია. ტრამპს ასე გაეროს ალტერნატივის შექმნა სურს, მისი ორგანიზაციის საწევრო გადასახადი კი მილიარდ დოლარს შეადგენს. საბჭოს უვადო თავმჯდომარე კი თავად ტრამპი იქნება.
ახლადშექმნილი ორგანიზაცია თავდაპირველად ღაზის კონფლიქტის განხილვით დაკავდება, შემდეგ კი სხვა კონფლიქტების მოგვარებაზე იზრუნებს.