იმედი მაქვს, ვინმე აუხსნის ტრამპს, რომ ჩვენ ვართ საბაჟო კავშირი და ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირზეა შესაძლებელი - რადოსლავ სიკორსკი

18 იან 2026

ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირზეა შესაძლებელი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე დაწესებულ ტარიფებზე საუბრისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, ვინმე აუხსნის ტრამპს, რომ ჩვენ ვართ საბაჟო კავშირი და ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირზეა შესაძლებელი“, – განაცხადა სიკორსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერ საქონელზე, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან აშშ-ში იგზავნება 10%-იანი ტარიფები დაწესდება. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.