18 იან 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნოით, ს.ქ. თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სექსუალური ექსპლუატაცია/პროსტიტუციის ბრალდებით იძებნებოდა.
"დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.