აჭარის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

18 იან 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1974  წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი  ტ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის  ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარს ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარს - 1972 წელს დაბადებულ ზ.დ.- ს , ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

პოლიციამ ტ.მ. ბრალდებულის სახით  მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს , რაც  16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.