17 იან 2026
ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ ვცნობთ ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამებისთვის, - ამის შესახებ აიათოლა ალი ხამენეის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოაქვეყნა.
„ამერიკელებმა, უამრავი საბაბითა და კიდევ უფრო ამბიციური განზრახვით, ამბოხი გააღვივეს, მაგრამ ირანელმა ერმა, 12 დღიან ომში ამერიკისა და სიონიზმის დამარცხების შემდეგ, დღეს, ღვთის წყალობით, კიდევ ერთხელ, დაამარცხა ისინი და ჩაახშო ამბოხი, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ამერიკელებმა პასუხი უნდა აგონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი აპარატი უნდა დაკავდეს ამ საკითხით“, – წერს ირანის სულიერი ლიდერი.
ხამენეის თქმით, ამერიკული ამბოხის მიზანია, გადაყლაპოს ირანი.
„ამერიკული ამბოხის მიზანია, გადაყლაპოს ირანი. ჩვენ არ წავიყვანთ ქვეყანას ომისკენ, მაგრამ დაუსჯელად არ დავტოვებთ ამერიკული ამბოხის შიდა და საერთაშორისო დამნაშავეებს. ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ ვცნობთ ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამებისთვის“, – აცხადებს ხამენეი.