11 იან 2026
ირანში ინტერნეტზე წვდომა, 60 საათზე მეტია, შეზღუდულია. გავრცელებული ცნობებით, შეზღუდვა საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც ეხება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე პროვინციაში შეძლეს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის გამოყენება, თუმცა მთავრობა მის დაბლოკვასაც ცდილობს.
ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვა საპროტესტო აქციების ფონზე განახორციელა.
ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.