შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი, "ANNA ROSE" დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც სირიის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 15 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.