15 იან 2026
„დარისპანის გასაჭირი“ - ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. სპექტაკლი დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. საპრემიერო ჩვენება დღესაც გაიმართება.
სპექტაკლში დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
28 იანვარს ბათუმის დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასი მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას შესთავაზებს.