პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეჯამება მდგრადი განვითარების სამიტზე

14 იან 2026

შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უმსხვილეს კომპანიებთან და სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე-პრემიერ მინისტრის ვიზიტი აბუ დაბიში დასრულებულია.  

ირაკლი კობახიძემ აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამხვილა,  მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობასა და სატრანზიტო მარშრუტზე.    

უპასუხა წამყვანის შეკითხვებსაც, მათ შორის საქართველოს შესახებ. რაც შეეხება მთავარ პოლიტიკურ გზავნილს, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს ეხება.

ირაკლი კობახიძის თქმით საქართველო არ უღალატებს ამ არჩევანს და რომ საქართველო ისტორიულად ეკუთვნის ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციას.