13 იან 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. სხდომას თავად ალეკო ელისაშვილი ესწრებოდა.
დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და მოსამართლემ იგი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე ადვოკატმა მოითხოვა საქმე მთლიანად თბილისის საქალაქო სასამართლოსგან აცილებული იყოს. ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არც თვითაცილების და არც სასამართლოს აცილების ნაწილში.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის მუხლით აქვს წარდგენილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.