საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აბუ-დაბიში

13 იან 2026

რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება - საქართველოს დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიებთან დიალოგის მაგიდასთან სწორედ ამ საკითხებს განიხილავს.

პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელსა და ხელმძღვანელს.

ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიასაც დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის თქმით იგი სამიტზე ისაუბრებს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე. 

ღონისძიებას რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო მაღალი რანგის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები  ესწრებიან.