ქედაში ქრონიკული დაავადებების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა

13 იან 2026

ქედის მერიაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდა. „ქრონიკული დაავადებების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა“ პარკინსონისა და ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტებით დახმარებას ითვალისწინებს. 

პროგრამით 10 ბენეფიციარი ისარგებლებს და მისი ბიუჯეტი 12 ათას 400 ლარია. მიმდინარე წელს ქედაში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით  4 მილიონ 51 ათას 600 ლარია გათვალისწინებული.

ამ თანხით 18 პროგრამა დაფინანსდება.