მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა

12 იან 2026

ნეტგაზეთისა „ და „ ბათუმელების „ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განცხადება გააკეთეს და დაკავებულების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე არ მიმდინარეობს, ისინი მათ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.