პრემიერის ვიზიტი გაერთიანებულ საამიროებში

12 იან 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება სადაც ხვალიდან აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტი უნდა დაიწყოს.   

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.

ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ასევე გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

პრემიერი აბუ დაბიში დელეგაციასთან ერთან იმყოფება.