''ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა''

12 იან 2026

"ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა" ქედაში წელსაც გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი 400 000 ლარია, რომლითაც კაპიტალური ქვის საცხოვრებელი სახლები იმ ოჯახებს აუშენდებათ, ვისი შენობაც სიძველის გამო დაზიანებულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.

გასულ წელს, ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამით 4 ახალი სახლი  კვაშტაში, სირაბიძეებში, უჩხითსა და ცხმორისში აშენდა.

პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით ჯამში 22 სახლი აშენდა.