ირანში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება

11 იან 2026

ირანში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება. ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად-ბაგერ ქალიბაფის თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები და ისრაელი „კანონიერი სამიზნეები“ გახდებიან, თუ აშშ ირანს დაარტყამს.

„ჩვენ არ ვთვლით, რომ მხოლოდ ქმედების შემდგომი რეაგირებით უნდა შემოვიფარგლოთ და ვიმოქმედებთ საფრთხის ნებისმიერი ობიექტური ნიშნის საფუძველზე“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.