11 იან 2026
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების განხორციელების ბრძანება შაბათს გასცა. ოპერაცია Hawkeye Strike-ის ნაწილია და 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ის ძალებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმაზე საპასუხო რეაქციაა.
„ჩვენი გზავნილი კვლავ მტკიცეა: თუ ზიანს მიაყენებთ ჩვენს მებრძოლებს, ჩვენ გიპოვით და გაგანადგურებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეცდებით მართლმსაჯულებას დაემალოთ“, - აღნიშნულია სარდლობის განცხადებაში.
დარტყმების ზუსტი ადგილი და მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.