08 იან 2026
ბათუმში საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიებები საშობაო გალა კონცერტით დასრულდა.
მაყურებლის წინაშე ჯგუფები: ფორტე, რერო, ასევე სოლო შემსრულებლები ხვიჩა მაღლაკელიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ვაჟა ტუღუში, მარიკო ებრალიძე, ლუკა ჭანიშვილი, თათული კილაძე წარსდგნენ. შემდეგ კი სცენა „კახაბერმა და ხანუმებმა„ დაიკავეს.
საახალწლო სოფელი და საკონცერტო პროგრამა ევროპის მოედანზე, 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იყო წარმოდგენილი. პროგრამა მოიცავდა საბავშვო აქტივობებსაც.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით 14 კონცერტი ჩატარდა.