07 იან 2026
''ალილოს'' მსვლელობა ქედაში წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას სხალთის ეპარქიის დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი უძღვებოდა.
სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
შობის მახარობლებმა დაბის ქუჩები მოიარეს და ადგილობრივებს შობა საშობაო გალობით მიულოცეს.