ხანძარი ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში

07 იან 2026

გუშინ გვიან ღამით  ხანძარი იყო ბათუმში. ცეცხლი ბაგრატიონისა და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაში  ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზე გადელიების საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

სახლში შემთხვევის დროს მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომელმაც დროულად შეძლო ბინის დატოვება.

ხანძრის შედეგად განადგურდა ორი ოჯახის საოჯახო ნივთები და ტექნიკა.

 ადგილზე მისული იყო ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძეც. მისი თქმით, მერია დაზარალებულს ქირით გაიყვანს, ზარალის დათვლის შემდეგ კი გაიცემა შესაბამისი კომპენსაცია.