31 დეკ 2025
ახალი წლის ღამეს ბათუმში საზეიმო გალა კონცერტი 23 საათზე დაიწყება.
საახალწლო პროგრამის მიხედვით მსმენელის წინაშე მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგებიან. ღონისძიების წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იქნება.
მანამდე კი საკონცერტო სცენა საბავშო პროგრამას დაეთმობა. 21 საათიდან დაგეგმილია კოსტუმირებული დრამერებისა და ანიმატორების საზეიმო მსვლელობა.
ევროპის მოედანზე ნაძვის ხესთან შეკრებილები ტრადიციულად წლის ბოლო დღის ბოლო წუთებს ერთად აითვლიან.
ბათუმში სადღესასწაულო კონცერტები 3-4 იანვარს გაგრძელდება. 7 იანვარს კი საშობაო კონცერტი გაიმართება.