13 იან 2026
ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში ანსამბლები „ბერმუხა“, „ხელგაშლილა“, ასევე სხვა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
კონცერტის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული ფოლკლორული ნომრები, ისე თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციები.
საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.