„სიყვარულით პატრიარქს“ -  ილია მეორისადმი მიძღვნილი საღამო

30 დეკ 2025

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საქართველოს კათალიკოს -პატრიარქის, ილია მეორისადმი მიძღვნილი საღამო „სიყვარულით პატრიარქს“ გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს სახელმწიფო კამერულმა გუნდმა, ანსამბლმა ბასიანმა, ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდმა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა და კაპელამ. ორკესტრს დირიჟორობდა მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე. შესრულდა კლასიკური და საეკლესიო პარტიები, ასევე პატრიარქ ილია მეორის მიერ დაწერილი საგალობლები.