29 დეკ 2025
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა დიდი ისტორიის მქონე ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამყარებისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის.