სამომხმარებლო ფასების საკითხი- პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

29 დეკ 2025

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამ მიმართულებით საკანონმდებლო მუშაობას გეგმავს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყება მნიშვნელოვანია და უნდა გაირკვეს, რა არის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასების მიზეზი :  ბუნებრივი პროცესი, თუ ე.წ.  კარტელური გარიგებები მხარეებს შორის. პარლამენტის თავმჯდომარე დღგ-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღმნიშნა, რომ წლებია, მოქმედი განაკვეთი არ შეცვლილა.