26 დეკ 2025
რუსეთის პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩასატარებლად პირველად დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას სადავო ტერიტორიებზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო, როგორც შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების აუცილებელი პირობა.
შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირები, მედიასთან აღნიშნავენ, რომ კრემლი უკან იხევს, რადგან რუსები, რომლებიც ადრე ეწინააღმდეგებოდნენ ცეცხლის შეწყვეტას შეთანხმების საბოლოოდ მიღწევამდე, დათანხმდნენ, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტა იქნებოდა საჭირო.
გამოცემასთან საუბრისას წყარო აცხადებს, რომ უკრაინა 60-დღიან ზავს ითხოვს, თუმცა რუსებმა შესაძლოა, უფრო მოკლე ვადა მოითხოვონ.