22 დეკ 2025
ქედაში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
საახალწლო განწყობაზე იზრუნეს მოწვეულმა მომღერლებმა და ჯგუფებმაც. საახალწლო პროგრამა მუსიკალურ ნომრებთან ერთად მოიცავდა საბავშვო აქტივობებსა და ზღაპრის გმირების წარმოდგენებს. პატარებს შეხვდა თოვლის ბაბუა.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.