საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში

18 დეკ 2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში  იმყოფება.
მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის  პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები.  ასევე, პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩთან
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში  დელეგაციასთან ერთად იმყოფება . დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და პარლამენტის დეპუტატები.
როგორც აღინიშნა,    მსოფლიოში არსებული გამოწვევვების ფონზე,  სერბეთი და საქართველო  ღირებულებებსა   და ტრადიციებს ინარჩუნებს, შესაბამისად აქვთ ამ მიმართულებით ერთიანი აზრი და მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის მეგობრული თანამშრომბლობის შენარჩუნება და განმტკიცება.