ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს პრემიერაა

10 ივლ 2025

ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტარულ სცენაზე დღეს პრემიერაა. „მატარებელი უკვე გავიდა“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რევაზ ნაჭყებიას პიესის მიხედვით რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა. წარდმოდგენაში ოთხი მსახიობი სესე მიქავა, ინგა ღინდალაძე, ქეთევან ეგუტიძე და ჯემალ ველიაძე თამაშობენ. 

სპექტაკლში მოვლენები გასული საუკუნის 90-იან წლებში ვითარდება და ოჯახურ ცხოვრებას ასახავს.

პიესაში გადმოცემულია ადამიანური ტრაგედიები, სადაც კონკრეტულმა პირებმა ვერ იპოვეს თავიანთი ცხოვრების მიზანი.

საპრემიერო ჩვენებები 10 და 11 ივლისს, დრამატულ თეატრში 19 საათზე გაიმართება.