საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში დასრულდა

03 ივლ 2025

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში ბავშვთა შორის. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

ტურნირი, რომელიც ბათუმში მესამედ გაიმართა 40 ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკეს მასპინძლობდა. სამწუხაროდ ქართველმა მოჭადრაკეებმა საპრიზო ადგილები ვერ დაიკავეს.