36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან | ქედა

09 აპრ 2025

9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს ქედაში. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის ქუჩაზე, ამავე სახელწოდების სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დეკანოზ ევდემოზ ალელიშვილმა და მამა ბართლომე ჩხიკვაძემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ელესამ" საგალობელი შეასრულა.