კონფერენცია აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო გარემოზე

30 აპრ 2017, 20:00

0
გაზიარება:

აჭარის ტურისტული და საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, რეგიონს გაეროს მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. კონფერენციას გაეროში ლიხტენშტეინის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ტუვალუს, ჩილეს, იემენის, პაპუა-ახალი გვინეისა და  გამბიის  წარმომადგენლები   ესწრებიან.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის  განცხადებით, რეგიონისთვის გაეროსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ლაშა კომახიძის განმარტებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია  აჭარაში ბევრ პროექტს ახორციელებს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში.