„სოფლის სახლი“ გეგელიძეებში

04 თებ 2025

სოფელ გეგელიძეებში ე.წ "სოფლის სახლი" აშენდა. ერთსართულიანი შენობა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოეწყო, რომელსაც ადგილობრივები თავშეყრისთვის და შეხვედრებისთვის გამოიყენებს. შენობა კეთილმოწყობილია ინვენტარითა და გათბობით.