სად შეიძენენ ფერმერები ხარისხიან შხამ-ქიმიკატებს

18 აპრ 2017, 20:00

0
გაზიარება:

გასულ წელს, ქედაში, კონცელიძეების ოჯახი ერთ ტონა ყურძენს ელოდა, თუმცა სეზონზე მხოლოდ 150 კილოგრამის მოსავალი მიიღო. სოფელ ვაიოში ამბობენ, რომ ყურძენი მოსახლეობას უხარისხო და ვადაგასული პესტიციდების გამო გაუნადგურდა. მოსახლეობა შხამ-ქიმიკატების შემოწმებას ითხოვს.

მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარისხიანობას სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. ისინი პერიოდულად მონიტორინგ ატარებენ. ფერმერებს ურჩევენ შესაწამლი საშუალებები გარე-მოვაჭრეებისგან არ იყიდონ.