ახალი სტადიონები ქედაში

20 ნოე 2024

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქედაში. სახოკიას ქუჩაზე თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი აშენდა, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეც. განთავსდა ატრაქციონები. სოფელ ცხემნაში კი აშენდა საფეხბურთო და საკალათბურთო თანამედროვე ტიპის მინი-სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ცხმორისის, დანდალოს, ზესოფლის და კოლოტაურის მინი სპორტულ მოედნებს.