დეკანოზის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

11 აპრ 2017

დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი ამ კვირაში გაიგზავნება. დოკუმენტი ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” იმუშავა.  

დეკანოზი სარჩელით ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას ასაჩივრებს, რომლითაც დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.