დეკანოზმა   შიმშილობა   შეწყვიტა

09 აპრ 2017

დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, სასჯელ-აღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთი კვირის განმავლობაში შიმშილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზის სანახავად საპატრიარქოს წარმომადგენლები ციხეში დღეს მივლენ.