მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

28 აგვ 2024

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას აღნიშნავს.  28 აგვისტო ღვთისმშობლის მიძინების დღეა. საღვთო გადმოცემის მიხედვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა და იქ აღესრულა.

საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად მიიჩნევა. გარდა ამისა, მართლმადიდებლურ რელიგიაში ღვთისმშობლის მიძინების დღე თორმეტი მთავარი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთია.