ცეკვისა და სიმღერის ბავშვთა ოლიმპიადა

20 მაი 2024

ცეკვისა და სიმღერის ბავშვთა ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა ქედაში.

ოლიმპიადის გამარჯვებულები ჟიურის გადაწყვეტილებით, ქორეოგრაფიაში: სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდი „არსი“ გახდა, ხოლო სიმღერაში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: ვაიოს საჯარო სკოლის ანსამბლი „ვაკიჯვარი“, ახოს #1 საჯარო სკოლის ანსამბლი „აისი“ და ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი“.

ფინალი  ბათუმში გაიმართება, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.