"ქალთა სოციალურ ეკონომიკური ხელშეწყობის" პროგრამა

16 აპრ 2024

''ქალთა სოციალურ ეკონომიკური ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ქედის მერიამ განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტის  დაფინანსება 1000-დან 7 000 ლარამდე განისაზღვრა.

მოქალაქეს დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში  მხოლოდ 20%-იანი თანამონაწილეობის ვალდებულება რჩება. კონკურსში მონაწილეობის უფლება ქედაში მცხოვრებ ყველა ქალს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფს აქვს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქედის " ქალთა ოთახში".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 24 მაისია. პროგრამა მესამე წელია ხორციელდება და მისი ბიუჯეტი წელს 45 000 ლარია.

პროგრამის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.