“ბანკომატი” - პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

12 ოქტ 2023

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე  რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „ბანკომატის“ პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლი  ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ქალის ისტორიაზეა. ადამიანური ტრაგედიები, პრობლემები და უცხო მიწაზე ცხოვრების სირთულე-სცენარის მიხედვით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მთავარ გმირს ოჯახსა და სოფელში შეცვლილი რეალობა ხვდება.

სპექტაკლი რეალურ ფაქტებსა და ემიგრანტების მიერ მონათხრობ ისტორიებს ეფუძნება.