დეკანოზის   დაკითხვა  გადაიდო

27 თებ 2017

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, დღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა-ასეთია დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატებისგან განსხვავებით, პროცესის შეწყვეტის განსხვავებული ვერსია აქვს გამოძიებას. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულმა თავი  კრიტიკულ  შეკითხვებს აარიდა.  დეკანოზმა, მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა დღეს, კიდევ ერთხელ მოითხოვა.