აჭარაში “აფხაზური კულტურის ცენტრის” გახსნა იგეგმება

03 სექ 2023

ბათუმში აფხაზური კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრას გუდაუთელი როლანდ აჟბა, ასევე თბილისში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აჭარასა და აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები ერთმანეთთან აქტიურად ითანამშრომლებენ.