საქველმოქმედო გამოფენა

19 ივლ 2023

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გალერეა იკიგაიში ფერწერული ტილოების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა დაიწყო. გამოფენა ბათუმელი რეჟისორის, ჩვენი კოლეგის  გიორგი გოგიბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტარდება. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხები მას გადაეცემა. გამოფენაში ამ დროისთვის  ბათუმელი მხატვრები მონაწილეობენ.