პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს?

14 ივლ 2023

უკრაინის უმაღლეს რადაში მიმართვის პროექტი დარეგისტრირდა, რომელსაც 87 დეპუტატი აწერს ხელს და ისინი, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. პარალელურად კი  ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს ხელისუფლებას 44 ევროპარლამენტარი მიმართავს. შეიწყალებს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ყოფილს და რას ამბობს ქართული პოლიტიკური სპექტრი - ვნახოთ ქეთი ჭყონიას რეპორტაჟი