სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 

20 მაი 2023

ბათუმში სპორტში სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს გუნდებს შორის შეჯიბრება ტარდება კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მინიფეხბურთში

გამარჯვებული გუნდები თვის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ანალოგიურ ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

ოლიმპიადაში დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონის გუნდი მონაწილეობს.