“არა რუსულ კანონს" - ამ შეძახილებით ბათუმში მოქალაქეებმა ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს

07 მარ 2023

„არა რუსულ კანონს“ - ამ შეძახილებით ბათუმში მოქალაქეებმა ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.

შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ნიშნავს რუსული პოლიტიკის გატარებას საქართველოში